ბილეთი №1271 · სიჩქარე
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

პასუხები
- 160 კმ/სთ სიჩქარით
- 280 კმ/სთ სიჩქარითსწორი პასუხი
- 390 კმ/სთ სიჩქარით
- 4110 კმ/სთ სიჩქარით
სწორი პასუხი: 2. 80 კმ/სთ სიჩქარით
მოკლედ
მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებისას B კატეგორიის მძღოლს ყველა გზაზე 80 კმ/სთ-მდე შეუძლია. ნიშანი 3.24 კრძალავს მასზე მითითებულზე მეტ სიჩქარეს, დაფა 8.14 კი აჩვენებს ზოლს, რომელზეც ნიშანი მოქმედებს.
კანონის ტექსტი
გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. 9. გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება. 10. მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება. საგზაო ნიშნები: - 3.24. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ). - 8.14. „მოძრაობის ზოლი“ − მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნით აღნიშნულ ზოლში?
- რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე?
- რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ…
- რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს ავტომაგისტრალზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1271 · sicqare