ბილეთი №1273 · სიჩქარე

რა სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნით აღნიშნულ ზოლში?

ბილეთი №1273: რა სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნით აღნიშნულ ზოლში?

პასუხები

  1. 1არა უმეტეს 50 კმ/სთ
  2. 2არანაკლებ 50 კმ/სთ და არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3არანაკლებ 50 კმ/სთ და არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4არანაკლებ 50 კმ/სთ და არა უმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარითსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. არანაკლებ 50 კმ/სთ და არა უმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით

მოკლედ

ნიშანი 4.6 ადგენს მინიმალურ სიჩქარეს, დაფა 8.14 კი აჩვენებს ზოლს, რომელზეც ის მოქმედებს. ამ ზოლში B კატეგორიის მძღოლი ნიშანზე მითითებულ მინიმუმსა და მაქსიმუმ 110 კმ/სთ-ს შორის მოძრაობს.

კანონის ტექსტი

4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე. 8.14 „მოძრაობის ზოლი” - მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1273 · sicqare