ბილეთი №251 · სიჩქარე
ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
პასუხები
- 1მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
- 2მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
- 3მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
- 4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
მოკლედ
სიჩქარის შეცვლისას გაითვალისწინე ყველა საგზაო პირობა: რელიეფი, გზისა და მანქანის მდგომარეობა, დატვირთვა, ამინდი, მოძრაობის ინტენსივობა და ხილვადობა.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, მისაბმელის გარეშე, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ისინი მოძრაობენ 90 კმ/სთ სიჩქარით?
- რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 251 · sicqare