ბილეთი №262 · გასწრება

ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

ბილეთი №262: ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

პასუხები

  1. 1ეკრძალებასწორი პასუხი
  2. 2არ ეკრძალება

სწორი პასუხი: 1. ეკრძალება

მოკლედ

გასწრებას ვერ დაიწყებ, თუ წინ მიმავალს თავად უკვე დაუწყია გასწრება ან დაბრკოლების შემოვლა. ასეთი სატრანსპორტო საშუალების გასწრება აკრძალულია.

კანონის ტექსტი

გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 262 · gaswreba