ბილეთი №265 · გასწრება
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?

პასუხები
- 1აქვს უფლება
- 2არ აქვს უფლებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ აქვს უფლება
მოკლედ
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გვერდულაზე, ველობილიკზე, ტროტუარზე და ქვეითთა ბილიკზე მოძრაობა აკრძალულია. ტვირთის მისატანად ობიექტთან უმოკლესი გზით მიდგომა შეიძლება მხოლოდ სხვა გზის უქონლობისას.
კანონის ტექსტი
ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 265 · gaswreba