ბილეთი №264 · გასწრება
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გასწრება?

პასუხები
- 1ეკრძალებასწორი პასუხი
- 2არ ეკრძალება
სწორი პასუხი: 1. ეკრძალება
მოკლედ
რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს გასწრება აკრძალულია. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა მოძრაობას გზაჯვარედინის ტიპის შუქნიშანი არეგულირებს.
კანონის ტექსტი
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ადგილებზე მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 264 · gaswreba