ბილეთი №35 · მარეგულირებელი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. რომელი ავტომობილების მძღოლებმა შეიძლება გააგრძელონ მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
- 2სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმასწორი პასუხი
- 3სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სატვირთო და ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
სწორი პასუხი: 2. სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
განმარტება
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
- რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 35 · maregulirebeli