ბილეთი №38 · მარეგულირებელი
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1მხოლოდ A, B და C მიმართულებით
- 2მხოლოდ B და D მიმართულებით
- 3მხოლოდ A, C და D მიმართულებით
- 4A, B, C და D მიმართულებითსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. A, B, C და D მიმართულებით
მოკლედ
მარეგულირებლის წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“-ია მისი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მარცხნივ მიდის, ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ.
კანონის ტექსტი
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში…
- მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ მარეგულირებლის ამ სიგნალზე მათი მოძრაობის…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 38 · maregulirebeli