ბილეთი №213 · მარეგულირებელი

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

ბილეთი №213: მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

პასუხები

  1. 1მხოლოდ A და C მიმართულებით
  2. 2არც ერთი მიმართულებითსწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ B და D მიმართულებით

სწორი პასუხი: 2. არც ერთი მიმართულებით

მოკლედ

მარეგულირებლის განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები „სდექ“-ია მათთვის, ვინც ხელებით მითითებულ მიმართულებას კვეთს. გვერდებიდან ტრამვაი მიდის პირდაპირ, ურელსო ტრანსპორტი პირდაპირ და მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 213 · maregulirebeli