ბილეთი №39 · მარეგულირებელი
რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1სატვირთო, ყვითელი და წითელი ავტომობილების მძღოლებმა
- 2ყვითელი და ლურჯი ავტომობილების მძღოლებმასწორი პასუხი
- 3ყვითელი და წითელი ავტომობილების მძღოლებმა
სწორი პასუხი: 2. ყვითელი და ლურჯი ავტომობილების მძღოლებმა
მოკლედ
მარეგულირებლის წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“-ია მისი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მარცხნივ მიდის, ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ.
კანონის ტექსტი
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში…
- მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ მარეგულირებლის ამ სიგნალზე მათი მოძრაობის…
- რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 39 · maregulirebeli