ბილეთი №140 · მარეგულირებელი

რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

ბილეთი №140: რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
  2. 2მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
  3. 3არცერთი ავტომობილის მძღოლს
  4. 4ორივე ავტომობილის მძღოლს

სწორი პასუხი: 1. მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს

მოკლედ

მარეგულირებლის წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“-ია მისი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მარცხნივ მიდის, ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 140 · maregulirebeli