ბილეთი №200 · მარეგულირებელი
რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1ორივე ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ ავტობუსის მძღოლს
- 3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
მარეგულირებლის ზემოთ აწეული ერთი ხელი ყველასთვის „ყურადღება, სდექ“-ია. გზაჯვარედინზე უკვე შესულს შეუძლია გააგრძელოს, ქვეითმა კი სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლოს.
კანონის ტექსტი
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 200 · maregulirebeli