ბილეთი №205 · მარეგულირებელი
მარეგულირებლის ამ სიგნალზე ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

პასუხები
- 1მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
- 3არცერთი ავტომობილის მძღოლს
- 4ორივე ავტომობილის მძღოლს
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
მარეგულირებლის განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები „სდექ“-ია მათთვის, ვინც ხელებით მითითებულ მიმართულებას კვეთს. გვერდებიდან ტრამვაი მიდის პირდაპირ, ურელსო ტრანსპორტი პირდაპირ და მარჯვნივ.
კანონის ტექსტი
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 205 · maregulirebeli