ბილეთი №207 · მარეგულირებელი

რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

ბილეთი №207: რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1მხოლოდ პირდაპირ
  2. 2მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივსწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ მარჯვნივ და მარცხნივ
  4. 4ნებისმიერი მიმართულებით

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

მოკლედ

მარეგულირებლის განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები „სდექ“-ია მათთვის, ვინც ხელებით მითითებულ მიმართულებას კვეთს. გვერდებიდან ტრამვაი მიდის პირდაპირ, ურელსო ტრანსპორტი პირდაპირ და მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე; ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 207 · maregulirebeli