ბილეთი №195 · მარეგულირებელი

რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

ბილეთი №195: რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მარცხნივ
  2. 2მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  3. 3ყველა მიმართულებითსწორი პასუხი
  4. 4მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

სწორი პასუხი: 3. ყველა მიმართულებით

მოკლედ

მარეგულირებლის წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“-ია მისი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მარცხნივ მიდის, ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 195 · maregulirebeli