ბილეთი №198 · მარეგულირებელი

ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება აქვს:

ბილეთი №198: ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება აქვს:

პასუხები

  1. 1მხოლოდ ავტომობილის მძღოლს
  2. 2მხოლოდ მოტოციკლისა და ავტომობილის მძღოლებსსწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ ტრამვაის მძღოლს
  4. 4ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ მოტოციკლისა და ავტომობილის მძღოლებს

მოკლედ

მარეგულირებლის წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“-ია მისი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მარცხნივ მიდის, ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 198 · maregulirebeli