ბილეთი №199 · მარეგულირებელი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

პასუხები
- 1მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებსსწორი პასუხი
- 3ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს
განმარტება
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან; ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული…
- რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
- რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 199 · maregulirebeli