ბილეთი №1024 · მარეგულირებელი

რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

ბილეთი №1024: რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

პასუხები

  1. 1ორივე ავტომობილის მძღოლს
  2. 2მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. 3მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლს

განმარტება

ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1024 · maregulirebeli