ბილეთი №1030 · ავარიული შუქი
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
პასუხები
- 1მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
- 2თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელიასწორი პასუხი
- 3უკუსვლით მოძრაობისას
სწორი პასუხი: 2. თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია
მოკლედ
საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩართო, თუ ავარიაში მონაწილე ან გაფუჭებული მანქანის გზიდან გაყვანა დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს სხვებს ხელს უშლის.
კანონის ტექსტი
საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ამ თემის სხვა ბილეთები
- დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან…
- დაუსახლებელ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან…
- იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1030 · avariuli suqi