ბილეთი №1039 · ავარიული შუქი
დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
პასუხები
- 15 მეტრის მანძილზე
- 210 მეტრის მანძილზე
- 315 მეტრის მანძილზესწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. 15 მეტრის მანძილზე
მოკლედ
დასახლებულ პუნქტში აკრძალულ ადგილას იძულებით გაჩერებისას „საავარიო გაჩერების ნიშანი“ მანქანიდან არანაკლებ 15 მეტრზე უნდა გამოდგა.
კანონის ტექსტი
საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. 3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
ამ თემის სხვა ბილეთები
- დაუსახლებელ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან…
- იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის…
- ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1039 · avariuli suqi