ბილეთი №1033 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ:

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მძღოლების მიმართ
  2. 2მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართსწორი პასუხი
  3. 3ყველა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ

მოკლედ

მთის ვიწრო გზაზე ავტობუსის მძღოლს უპირატესობა აქვს მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებთან.

კანონის ტექსტი

მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1033 · mozraobis usafrtxoeba