ბილეთი №995 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებს უპირატესობა ენიჭებათ:

პასუხები

  1. 1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ
  2. 2მხოლოდ ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
  3. 3ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ

მოკლედ

მთის ვიწრო გზაზე, სადაც გვერდის აქცევა რთულია, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას (მაგალითად მისაბმელიან მანქანას) უპირატესობა აქვს ყველა სხვა მანქანასთან.

კანონის ტექსტი

მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 995 · mozraobis usafrtxoeba