ბილეთი №994 · მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი ერთ და იგივე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ უკუსვლით მოძრაობის ვალდებულება წარმოექმნება:
პასუხები
- 1აღმერთზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- 2დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, იმ შემთხვევის გარდა, როცა აშკარად ნათელია, რომ აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ თუ ის იმყოფება გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოსსწორი პასუხი
- 3დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს იმყოფება გვერდის ასაქცევი ადგილი და რომელი მძღოლისთვის უფრო იოლია ამ მანევრის შესრულება
სწორი პასუხი: 2. დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, იმ შემთხვევის გარდა, როცა აშკარად ნათელია, რომ აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ თუ ის იმყოფება გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს
მოკლედ
მთის ვიწრო გზაზე ერთი და იმავე კატეგორიის ორი მანქანიდან უკუსვლით დაღმართზე მოძრავი მიდის. გამონაკლისია შემთხვევა, როცა აღმართზე მყოფი გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოსაა და მისთვის უფრო იოლია.
კანონის ტექსტი
მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, ერთი და იმავე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უკუსვლით უნდა იმოძრაოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფრო იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს იმყოფება.
ამ თემის სხვა ბილეთები
- თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის…
- თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის…
- ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 994 · mozraobis usafrtxoeba