ბილეთი №1074 · ადმინისტრაციული კანონი
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
პასუხები
- 1გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
- 2შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
- 3დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლასსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
მოკლედ
თუ სამკურნალო დაწესებულებაში წასვლის გადაუდებელი საჭიროება არ არის, ავარიის მონაწილე მძღოლი შემთხვევის ადგილზე რჩება და უფლებამოსილი პირის მოსვლას ელოდება.
კანონის ტექსტი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.
ამ თემის სხვა ბილეთები
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
- შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების…
- თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1074 · administraciuli kanoni