ბილეთი №1082 · ადმინისტრაციული კანონი

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:

პასუხები

  1. 1განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზესწორი პასუხი
  2. 2განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა

სწორი პასუხი: 1. განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე

მოკლედ

თუ ავარიის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში წასასვლელად დატოვე, იქ თავი გააცანი და წარადგინე პირადობის და სარეგისტრაციო დოკუმენტები. თუ შეგიძლია, ავარიის ადგილზე დაბრუნდი.

კანონის ტექსტი

თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1082 · administraciuli kanoni