ბილეთი №1086 · ავარიული შუქი

თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:

პასუხები

  1. 1ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  2. 2საავარიო შუქსიგნალიზაციასწორი პასუხი
  3. 3ხმოვანი სიგნალი

სწორი პასუხი: 2. საავარიო შუქსიგნალიზაცია

მოკლედ

თუ ავარიაში მონაწილე მანქანის გაყვანა დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ის სხვებს ხელს უშლის, საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩართო.

კანონის ტექსტი

საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1086 · avariuli suqi