ბილეთი №356 · ავარიული შუქი
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
პასუხები
- 1მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამოსწორი პასუხი
- 2მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
- 3მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
სწორი პასუხი: 1. მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
მოკლედ
იძულებითი გაჩერება ნიშნავს, რომ მოძრაობა შეწყდა ტექნიკური გაუმართაობის გამო. გამიზნული გაჩერება, მაგალითად ჩასხდომა ან დატვირთვა, ასე არ ითვლება.
კანონის ტექსტი
იძულებით გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
ამ თემის სხვა ბილეთები
- საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა…
- საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი…
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
ლათინურად: martvis biletebi · bileti 356 · avariuli suqi