ბილეთი №569 · ავარიული შუქი
საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:
პასუხები
- 1საავარიო გაჩერების ნიშანისწორი პასუხი
- 2მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი
- 3სხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი
სწორი პასუხი: 1. საავარიო გაჩერების ნიშანი
მოკლედ
როცა საბუქსირო მანქანას საავარიო შუქსიგნალიზაცია არ აქვს ან გაფუჭებულია, მის უკანა ნაწილზე „საავარიო გაჩერების ნიშანი“ უნდა დამაგრდეს.
კანონის ტექსტი
დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
ამ თემის სხვა ბილეთები
- საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი…
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
- დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 569 · avariuli suqi