ბილეთი №1098 · მოვალეობები

აქვს თუ არა უფლება „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს?

პასუხები

  1. 1აქვს უფლებასწორი პასუხი
  2. 2არ აქვს უფლება

სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება

მოკლედ

„BE“ კატეგორიით შეგიძლია მართო „B“ კატეგორიის ავტომობილი 750 კგ-ზე მძიმე მისაბმელით, მაშინაც კი, როცა მთელი შემადგენლობა 3500 კგ-ს აღემატება.

კანონის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1098 · movaleobebi