ბილეთი №1093 · მოვალეობები
აქვს თუ არა უფლება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს?
პასუხები
- 1არ აქვს უფლება
- 2აქვს უფლებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. აქვს უფლება
მოკლედ
„B“ კატეგორიით მისაბმელიანი ავტომობილის მართვა შეგიძლია, თუ მისაბმელი 750 კგ-ზე მძიმეა, მაგრამ ავტომობილის დაუტვირთავ მასას არ აღემატება და მთელი შემადგენლობა 3500 კგ-ს არ სცდება.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს
ამ თემის სხვა ბილეთები
- აქვს თუ არა უფლება „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „B“ კატეგორიის…
- „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე რომელი ქვეკატეგორიის სატრანსპორტო…
- „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1093 · movaleobebi