ბილეთი №1092 · მოვალეობები

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ-ს ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა:

პასუხები

  1. 1არ აღემატება 8-სსწორი პასუხი
  2. 2აღემატება 16-ს
  3. 3აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს

სწორი პასუხი: 1. არ აღემატება 8-ს

მოკლედ

„B“ კატეგორიით შეგიძლია მართო 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის ავტომობილი, თუ მძღოლის ადგილის გარდა 8-ზე მეტი დასასხდომი ადგილი არ აქვს.

კანონის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1092 · movaleobebi