ბილეთი №1091 · მოვალეობები
„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
პასუხები
- 1აღემატება 4 500კგ-ს
- 2აღემატება 3 500კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 4 500კგ-ს
- 3არ აღემატება 3 500 კგ-სსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. არ აღემატება 3 500 კგ-ს
მოკლედ
„B“ კატეგორია ავტომობილს გაძლევს უფლებას, თუ მისი ნებადართული მაქსიმალური მასა 3500 კგ-ს არ აღემატება.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს.
ამ თემის სხვა ბილეთები
- „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ-ს…
- აქვს თუ არა უფლება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს მართოს „B“ კატეგორიის…
- აქვს თუ არა უფლება „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „B“ კატეგორიის…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1091 · movaleobebi