ბილეთი №1089 · მოვალეობები
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
პასუხები
- 1რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
- 2რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
- 3რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობასსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
მოკლედ
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი ან სატვირთო ავტომობილის მართვა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც შესაბამისი ჯანმრთელობა აქვს და ვისაც სათანადო მართვის უფლება მიენიჭა და ის არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი.
კანონის ტექსტი
ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
ამ თემის სხვა ბილეთები
- „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, რომლის დასასხდომი…
- „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ-ს…
- აქვს თუ არა უფლება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს მართოს „B“ კატეგორიის…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1089 · movaleobebi