ბილეთი №110 · შუქნიშანი

აქვს თუ არა უფლება ლურჯი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

ბილეთი №110: აქვს თუ არა უფლება ლურჯი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1აქვს უფლებასწორი პასუხი
  2. 2არ აქვს უფლება

სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება

მოკლედ

მწვანე რთავს მოძრაობის ნებას. მარცხნივ გასვლისას ორმხრივ გზაზე რაც შეიძლება ახლოს მიუახლოვდი გზის ღერძს. სხვა ორმხრივ გზაზე მოუხვიე ისე, რომ საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდე.

კანონის ტექსტი

მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 110 · suqnisani