ბილეთი №118 · შუქნიშანი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?

პასუხები
- 1მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
- 2მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართსწორი პასუხი
- 3როგორც ტრამვაის მძღოლის, ასევე წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ
მოკლედ
ყვითელი მოციმციმე რთავს მოძრაობის ნებას და აფრთხილებს არარეგულირებულ გზაჯვარედინზე. მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა გზა უნდა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულს, ხოლო თანაბარ გზებზე მარჯვნიდან მოსულს.
კანონის ტექსტი
ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 118 · suqnisani