ბილეთი №106 · შუქნიშანი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №106: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მსუბუქი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
  2. 2ტრამვაის მძღოლს

სწორი პასუხი: 1. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

მოკლედ

თუ ტრამვაისა და ავტომობილისთვის ერთდროულად ინთება მწვანე, ტრამვაის უპირატესობა აქვს. გამონაკლისია დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისარი: მაშინ ტრამვაიც გზას უთმობს.

კანონის ტექსტი

რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 106 · suqnisani