ბილეთი №105 · შუქნიშანი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №105: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. 2ტრამვაის მძღოლსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. ტრამვაის მძღოლს

მოკლედ

ისრის მიმართულებით, ძირითად ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული დამატებითი სექციით მოძრაობისას ტრამვაიც უნდა დაუთმოს გზა სხვა მიმართულებიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა მწვანეზე ტრამვაი უპირატესია.

კანონის ტექსტი

რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 105 · suqnisani