ბილეთი №107 · შუქნიშანი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №107: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. 2ტრამვაის მძღოლსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. ტრამვაის მძღოლს

მოკლედ

ტრამვაის უპირატესობა აქვს, როცა ავტომობილთან ერთად მწვანე ენთება. თუ ტრამვაი მოძრაობს ისრით დამატებით სექციაში, ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად, გზას სხვა მიმართულებიდან მომავალს უთმობს.

კანონის ტექსტი

რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 107 · suqnisani