ბილეთი №1225 · მოვალეობები
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს?

პასუხები
- 1მხოლოდ IIIსწორი პასუხი
- 2მხოლოდ II
- 3მხოლოდ I
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ III
მოკლედ
სასწავლო მანქანის წინა და უკანა მხარეს მაგრდება თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით და შავი ასო „ს“, წვერით ზემოთ.
კანონის ტექსტი
მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: თ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ - წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე - გვერდის 1/10) - მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს. აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური…
- მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა…
- მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1225 · movaleobebi