ბილეთი №1226 · მოვალეობები

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური მახასიათებლებით კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლებია?

ბილეთი №1226: რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური მახასიათებლებით კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლებია?

პასუხები

  1. 1მხოლოდ III
  2. 2მხოლოდ IIსწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ I

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ II

მოკლედ

თუ სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით დადგენილზე ნაკლებია, უკანა მხარეს, მარცხნივ, მაგრდება „სიჩქარის შეზღუდვის“ ნიშანი: 3.24 ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება ნებადართული სიჩქარის მითითებით.

კანონის ტექსტი

მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ - 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე - დიამეტრის 1/10) - მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1226 · movaleobebi