ბილეთი №150 · შუქნიშანი
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1ვალდებულიასწორი პასუხი
- 2არ არის ვალდებული
სწორი პასუხი: 1. ვალდებულია
მოკლედ
ქვეითთა გადასასვლელთან მოსახვევად დაბალი სიჩქარით უნდა იმოძრაო. გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს გზა დაუთმე და საჭიროების შემთხვევაში გაჩერდი.
კანონის ტექსტი
ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.
ამ თემის სხვა ბილეთები
- აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია…
- აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის…
- აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 150 · suqnisani