ბილეთი №149 · შუქნიშანი
რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
- 2მხოლოდ მარჯვნივ
- 3მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- 4მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)სწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
მოკლედ
ისრიანი სიგნალი მოქმედებს მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებაზე და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც იმავე ფერის უისრო სიგნალს. მარცხნივ მოხვევის ისარი მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ნიშანი ან მონიშვნა არ კრძალავს.
კანონის ტექსტი
შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
ამ თემის სხვა ბილეთები
- ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია…
- აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 149 · suqnisani