ბილეთი №148 · შუქნიშანი

რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

ბილეთი №148: რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. 2მხოლოდ მარჯვნივ
  3. 3მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივსწორი პასუხი
  4. 4ნებისმიერი მიმართულებით

სწორი პასუხი: 3. მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

მოკლედ

ისრიანი სიგნალი მოქმედებს მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებაზე და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც იმავე ფერის უისრო სიგნალს. მარცხნივ მოხვევის ისარი მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ნიშანი ან მონიშვნა არ კრძალავს.

კანონის ტექსტი

შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 148 · suqnisani