ბილეთი №157 · შუქნიშანი

რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლმა შუქნიშნების ამ სიგნალზე?

ბილეთი №157: რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლმა შუქნიშნების ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. 2მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  3. 3მხოლოდ მარცხნივ
  4. 4მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)სწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

მოკლედ

ისრიანი სიგნალი მოქმედებს მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებაზე და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც იმავე ფერის უისრო სიგნალს. მარცხნივ მოხვევის ისარი მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ნიშანი ან მონიშვნა არ კრძალავს.

კანონის ტექსტი

მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 157 · suqnisani