ბილეთი №230 · მანევრირება

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

ბილეთი №230: ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

პასუხები

  1. 1მხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
  2. 2მხოლოდ "CE" კატეგორიის ავტომობილის მძღოლი
  3. 3მხოლოდ ტრაქტორისა და "CE" კატეგორიის ავტომობილის მძღოლებისწორი პასუხი
  4. 4მხოლოდ "CE" და "B" კატეგორიების ავტომობილების მძღოლები

სწორი პასუხი: 3. მხოლოდ ტრაქტორისა და "CE" კატეგორიის ავტომობილის მძღოლები

მოკლედ

ავტომაგისტრალზე ტრაქტორის მოძრაობა აკრძალულია. 3,5 ტონაზე მძიმე სატვირთოსთვის და 7 მეტრზე გრძელი მისაბმელიანი მანქანისთვისაც.

კანონის ტექსტი

ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 230 · manevrireba