ბილეთი №138 · მანევრირება

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ავტობუსი მოძრაობს დადგენილი მარშრუტით?

ბილეთი №138: რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ავტობუსი მოძრაობს დადგენილი მარშრუტით?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
  2. 2მხოლოდ ავტობუსის მძღოლი
  3. 3არცერთი ავტომობილის მძღოლი
  4. 4ორივე ავტომობილის მძღოლი

სწორი პასუხი: 1. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

მარშრუტული ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე სხვა მანქანის მოძრაობა და გაჩერება აკრძალულია. ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არღვევს წესს.

კანონის ტექსტი

გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 138 · manevrireba