ბილეთი №256 · მაფრთხილებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?

ბილეთი №256: მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?

პასუხები

  1. 1Iსწორი პასუხი
  2. 2II
  3. 3III
  4. 4IV

სწორი პასუხი: 1. I

მოკლედ

დაუსახლებელ პუნქტში უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრზე დგება ნიშანი 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“. გზის მარცხენა მხარეს კი დგება დამატებითი ნიშნები 1.4.4-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი: 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.2. „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“−იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.4.1-1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“ − დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. : ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე; ვ) ნიშნები 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანს შორის.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 256 · mafrtxilebeli nisnebi