ბილეთი №618 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარჯვენა მხარეს?

პასუხები
- 1I
- 2II
- 3III
- 4IVსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. IV
მოკლედ
დაუსახლებელ პუნქტში შლაგბაუმიან გადასასვლელამდე 150-300 მეტრზე დგას ნიშანი 1.1. გზის მარჯვენა მხარეს მას ემატება ნიშნები 1.4.1-1.4.3 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“.
კანონის ტექსტი
ა) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, ბ) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე. ვ) 1.4.1-1.4.3„რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები - მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად. ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან, ხოლო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 - დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებითი 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზაჯვარედინს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით?
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 618 · mafrtxilebeli nisnebi