ბილეთი №294 · გასწრება
გასწრების დაწყების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
პასუხები
- 1მხოლოდ იმაში, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია
- 2მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას
- 3მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია, ამასთან ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა
- 4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაშისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
მოკლედ
გასწრებამდე სამივეში უნდა დარწმუნდე: უკან მომავალს გასწრება არ დაუწყია, წინ მიმავალს გასწრების სიგნალი არ მიუცია და ზოლი საკმარის მანძილზე თავისუფალია, სიჩქარეთა სხვაობა კი გასწრების საშუალებას იძლევა.
კანონის ტექსტი
გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 294 · gaswreba