ბილეთი №295 · გასწრება

ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გასწრება მარჯვენა მხრიდან?

პასუხები

  1. 1არ არის ნებადართული
  2. 2ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ მისცა სიგნალი მარცხნივ მოხვევის განზრახვის შესახებ და მიმართა თავისი სატრანსპორტო საშუალება იმისათვის, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე, ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან გაჩერდეს ამ მხარესსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ მისცა სიგნალი მარცხნივ მოხვევის განზრახვის შესახებ და მიმართა თავისი სატრანსპორტო საშუალება იმისათვის, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე, ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან გაჩერდეს ამ მხარეს

მოკლედ

გასწრება მარცხენა მხრიდან უნდა მოხდეს. მარჯვნიდან შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა წინა მძღოლმა მარცხნივ მოხვევის სიგნალი მისცა და გზიდან გასასვლელად, მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად ან გასაჩერებლად მიმართა მანქანა.

კანონის ტექსტი

გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 295 · gaswreba